შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ინაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა წითელ მეთაურთა ჩრდილო კავკასიის მთიელ ეროვნებათა საკავალერიო სკოლა 1931 წელს. 1927 წელს მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. მეორე მსოფლიო ომის წინ იყო კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში საკავალერიო პოლკის მეთაური. ომის დაწყებისას ინაური საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვარზე (ქალაქ ლვოვის რაიონში) ჩაება ბრძოლებში დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1942 წლის იანვრიდან დაინიშნა სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე მოქმედი 34-ე დივიზიის მეთაურად. შემდეგში მეთაურობდა I საკავალერიო დივიზიას. ომის დროს მონაწილეობდა მთელ რიგ თავდაცვითსა და შეტევითს ოპერაციებში. 1948 წელს, გენშტაბის აკადემიის დამთავრების შემდეგ, იყო სხვადასხვა შენაერთის მეთაური. 1953-1954 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1954 წლიდან 1986 წლამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ორდენებითა და მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 126; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.112-114; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |