შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარას ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი (1891) და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი (1895). სამხედრო სამსახური დაიწყო დერბენდის 154-ე პოლკში. I მსოფლიო ომში (1914-1918) კავკასიის ფრონტზე სარიყამიშის ოპერაციის დროს, 1914 წლის 22 დეკემბერს თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით (მაშინ ეწოდა "შაითან-კაპიტან"). ამ გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გადასცა სამხედრო მედალი, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. 1918-1921 წლებში ქართულ არმიაში მეთაურობდა გაგრა-ტუაფსეს მიმართულებით მოქმედ შენაერთებს. 1921-1937 წლებში მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918), "შაითან-კაპიტნად" წოდებული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |