შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ IV (საქართველოს მეფე)![]()
ბიოგრაფიავახტანგ IV იყო საქართველოს მეფე 1442–1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე, გამეფდა მამის ბერად აღკვეცის შემდეგ. ვახტანგ IV-თან ერთად მეფეებად მოიხსენიებიან მისი ძმები: დიმიტრი, გიორგი, მისი ბიძაშვილი ბაგრატი, რაც ერთიანი საქართველოს მეფის ხელისუფლების დაკნინებას მოწმობს. 1444 წელს ჯაჰან-შაჰმა სამცხეს შემოუტია, მაგრამ ვახტანგ IV-მ მისი უკუგდება შეძლო. გარდაიცვალა უძეოდ. დაკრძალულია ბანაში მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.224
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |