The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სიჭინავა

გიორგი სიჭინავა
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

1960-1969წწ. იყო თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი, უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 163 მატჩი (8 გოლი); სსრკ ნაკრებში - 8 მატჩი; ოთხჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; სიჭინავას დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1964 წლის 22 ნოემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ; მან იასპარეზა 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრკ ნახევარფინალში გავიდა; 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე IV ადგილი მოიპოვა; 1962, 1967 წელს სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა. გამოირჩეოდა თვითმყოფადობით, დახვეწილი ტექნიკით; ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველი თბილისის "დინამოს" ისტორიაში; ფეხბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; rusteam.permian.ru; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1966 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი

გააზიარე: