შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაროსლავ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. 1938-1939 წლებში მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად, დიდი სამამულო ომის (1945-1945) წლებში იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიის და საბჭოთა იმერპოლარეთის დასაცავად. მეთაურობდა წყალქვეშა ნავებს, მათ შორის საქართველოს მშრომელთა სახსრებით აგებულ "საბჭოთა სვანეთს" ("ს-17"). ი. იოსელიანის ნავებმა მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაძირა. ომის შემდეგ მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (1966 წელი) დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა პასუხსაგებ საბჭოთა სამუშაოებზე. პირველი რანგის კაპიტანი. დიდი სამამულო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.204; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.186; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |