The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტალინი

სტალინი
ოფიციალური სახელი:იოსებ ჯუღაშვილი
სხვა სახელი:კობა  (ფსევდონიმი)
სოსელო   (ფსევდონიმი)
სტალინი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1953  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წითელი მოედანი, ქ. მოსკოვი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი, თბილისის გუბერნია.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1894 წელს. სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

გაზეთ "ივერიასა" და "კვალში" გამოქვეყნდა მისი ლექსები "სოსელოს" ფსევდონიმით; იყო "მესამე დასის" წევრი; ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის; 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა; შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 წელს რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში; 1912-1913წწ. მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912); 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში; თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და "პრავდის" რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ; 1918 წელს როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში; შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს - სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-1923). 1919-1922წწ. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად; სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918-1920) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში; სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით "პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში". 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს; საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი; 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.842; http://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_სტალინი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1898-1953)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1945 - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი
  • 1943 - საბჭოთა კავშირის მარშალი
  • 1939 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1919 - წითელი დროშის ორდენი
  • სუვოროვის სახელობის I ხარისხის ორდენი
  • გამარჯვების ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: