შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1979 წელს. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1978-1988წწ. იყო თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 279 მატჩი (21 გოლი), სსრკ ნაკრებში - 55 მატჩი (2 გოლი); 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; სსრკ ჩემპიონი (1978); სსრკ თასის მფლობელი (1979); ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980, მოსკოვი); მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი (1980, 1981); სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981); ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1988). სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში დასახელებულია ოთხჯერ; თბილისის "დინამოს" ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველი, გამოირჩეოდა დიდი შრომისუნარიანობით, მძლავრი და აქტიური თამაშით. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.843; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |