The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაოლო იაშვილი

პაოლო იაშვილი
ოფიციალური სახელი:პავლე იაშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1892
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1937  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი გამოღმა არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

აამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში; 1913 წელს იგი პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა; ისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები"; 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში"; 1912–1913წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ–მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს"; ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ; ბეჭდავდა წერილებსა და თარგმანებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში; ქართველ მწერალთაგან პირველია, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. პაოლო იაშვილი თავდაპირველად დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 1955 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.181; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.177-178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საბჭო, წევრი (1927-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: