შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კანანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კროპოტკინი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ტექნიკუმი 1937 წელს; დაამთავრა უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასსწავლებელი 1941 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის თბილისის სამმართველოში. დიდი სამამულო ომის დაწყების წინ შავი ზღვის ფლოტში სატორპედო კატერს მეთაურობდა. 1941 წლის დეკემბრიდან ჩაება ბრძოლებში. მონაწილეობდა მისხაკოს, ანაპისა და მარილიანი ტბების სადესანტო ოპერაციებში. თავი გამოიჩინა ტამანისა და ქერჩის ნახევარკუნძულების, ნოვორასიისკის, იალტის, ოდესის და სხვ. ქალაქების განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. I რანგის კაპიტანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 362 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |