შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩურუქსუ, ახლანდელი ქობულეთი. ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხედრო სასწავლებელი სტამბოლში, მსახურობდა ოსმალეთის გენერალურ შტაბში. სარდლობდა დამასკოში (სირია) დისლოცირებულ მე-5 ქვეით ბრიგადას. 1894 წელს მის სახლში მოაწყვეს ქართველ ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 წელს მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალია-ოსმალეთისა (1911–1912) და ბალკანეთის (1912–1913) ომებში, სადაც სარდლობდა მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებს. მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძემ 1909 წელს აკაკი წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართული ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო. 1920 წელს, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |