The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟიული შარტავა

ჟიული შარტავა
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1944
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით; საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1989 წელს.

1961-1960წწ. იყო ქ. ცხაკაიას (სენაკი) სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური განყოფილების თანამშრომელი; 1964-1969წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივნის მოადგილე, კომიტეტის მდივანი; 1969-1972წწ. ალკკ თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაიკომის პირველი მდივანი; 1973-1980წწ. საქართველოს ალკკ ცკ მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1981-1985წწ. საქართველოს კპ ცკ პროპაგანდისა და აგიტაციის გან-ის გამგე, საორგანიზაციო-პარტიული საქმიანობის გან-ს გამგე; 1985-1987წწ. რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1987-1988წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1990წწ. კპ ცკ პარტიული კონტროლის კომიტეტის პასუხისმგებელი კონტროლიორი; 1990-1991წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №4.20 რუსთავის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; წამებით მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, ქალაქის დაცემის დღეს. თბილისში არის ჟიული შარტავას ქუჩა და ახალგაზრდული ქალაქი "ჟიული შარტავა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1992), გენერალ-მაიორი (1993).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.919; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.116; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 356

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს ეროვნული გმირი (სიკვდილის შემდეგ)
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: