The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მესხი

ივანე მესხი
Date of birth:1849
Date of death:1931  (at 82 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1869 წელს შევიდა პეტერბურგის ქირურგიიის აკადემიაში. 1871 წლიდან სწავლობდა ჯერ ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ კი ციურიხისავე პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

ერთხანს ქუთაისში მასწავლებლობდა, შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის წევრი და გამგეობის მდივანი გახდა. 70-იანი წლებიდან თანამშრომლობდა "დროებასა" და "კრებულში". 1888 წლიდან ბათუმში ქალაქის თვითმმართველობის მდივანი იყო. იღწვოდა კულტურული ცხოვრების აღორძინებისათვის, აჭარაში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. მას ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი "ბათუმის საქალაქო მეურნეობის განვითარების ნარკვევი"(რუსულ ენაზე), გოგოლის, დობროლიუბოვის, ნეკრასოვის თხზულებათა თარგმანები და სხვა. საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.602; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72


Share: