შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ქავთარაძე![]()
ბიოგრაფია1836 წელს ჩაირიცხა შავი ზღვის სახაზო ბატალიონში. მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჟანყების ჩახშობაში. 1850 წელს გადაიყვანეს ლაიბ-ერევნის გრენადერთა პოლკში. 1853-1855წწ. ყირიმის ომის აქტიური მონაწილე. 1861 წელს ფლიგელ-ადიუტანტის წოდება მიიღო. 1874 წელს პოლკოვნიკის ჩინით დაინიშნა დერბენდის 154-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში არაერთ საბრძოლო წარმატებას მიაღწია. 1877 წელს იერიშით აიღო მუხთარ-ფაშას ძლიერ გამაგრებული პოზიციები. ამ გამარჯვებისთვის წმ. გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.441 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |