The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანნა სოლოღაშვილი

ანნა სოლოღაშვილი
ოფიციალური სახელი:ოლა სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1937  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში; ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება; 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, დახვრეტა მიუსაჯეს.

წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.orgfiqriasidamonize.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1903-)

გააზიარე: