შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენადი თარხნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა კავალერიის სასწავლებელი და საინჟინრო აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. 1910 წლიდან იყო გენერალ-მაიორი. 1910–1912 წლებში მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ, 1916 წლიდან–თბილისის სამხედრო საოლქო განთავსების სამმართველოს უფროსი. 1919–1920 წლებში იყო აზერბაიჯანის ჯარის საინჟინრო სამმართველოს უფროსი, სამხედრო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1916). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.477 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |