The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ძოძუაშვილი

რევაზ ძოძუაშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1985 წელს.

1964-1967წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1968-1976წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი (5 გოლი), სსრკ ნაკრებში - 49 მატჩი; 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 7-ჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი სსრკ ფეხბურთის ისტორიაში; 1976 წლიდან  მუშაობს მწვრთნელად, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თბილისის "სკა"-ს, სამტრედიის "ლოკომოტივის", ქუთაისის "ტორპედოს", ფოთის "კოლხეთს", თბილისის "დინამოს", როგის "სკონტოს", ლატვიის ეროვნულ ნაკრებს, თბილისის "ლოკომოტივს"; 2000-2001წწ. დ. ყიფიანთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო; 2001 წლიდან - ქუთაისის "ტორპედოს" უფროსი მწვრთნელი; სპორტის სახეობა: ფეხბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.959

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1972 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1972 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • 1972 - ოლიმპიური თამაშები, მესამე პრიზიორი
  • 1972 - ევროპის ჩემპიონატი, მეორე პრიზიორი
  • 1971 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1969 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი

გააზიარე: