შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანტელეიმონ შიოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნინოწმინდა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს, მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1937 წელს, კ. ვოროშილოვის სახელობის გენშტაბის აკადემია 1941 წელს. 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს სხვადასხვა ფრონტზე არმიების შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსი იყო. 1945 წლის 9 აგვისტო - 2 სექტემბერში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის კამპანიაში იმპერიალისტური იაპონიის კვანტური არმიის განადგურებაში, ხოლო 1949-1951 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის კორპუსის მეთაური, 1958-1963 წლებში იყო საბჭოთა ჯარების დაჯგუფების გერმანული შტაბის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია 24 მედლით და 11 ორდენით საბჭოთა გვარდიის გენერალ-მაიორი (1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.6; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98057 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |