The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ხინჩაგაშვილი

შოთა ხინჩაგაშვილი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა დუშეთი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1972 წელს.

თამაშობდა რუსთავის "მეტალურგში"; 1970-1982წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 242 მატჩი, სსრკ პირველ ნაკრებში - 11 მატჩი;სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული (1971, 1976 გაზაფხული, შემოდგომა, 1981); სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1977); 1981 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი; 5-ჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; თბილისის "დინამოს" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი; გამოირჩეოდა ზუსტი და საიმედო თამაშით; ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის "დინამოს" გუნდის მწვრთნელად (1984) და უფროსად (1986); 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; სპორტის სახეობა: ფეხბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.994; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1979 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1978 - სსრკ ჩემპიონი
  • 1976 - სსრკ თასის მფლობელი

გააზიარე: