The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე სურგულაძე

პეტრე სურგულაძე
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1931  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტი 1894 წელს.

იყო ქუთაისის სათავადაზნაური პროგიმნაზიის გამგე–მასწავლებელი, შემდეგ თბილისის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1909-1919წწ. ჟურნალ "ერის", 1913-1914წწ. კი ჟურნალ "თავისუფალი საქართველოს" რედაქტორი იყო. დიდი წვლილი მიუძღვის ჟენევაში "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" შექმნაში, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის 19 ნოემბერი), დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. ნაშრომები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების, ქართული ენისა და მწერლობის, ასევე სხვა მრავალი ეროვნული პრობლემის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921წწ.) ასრულებდა დიპლომატიურ მისიას როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით. მონაწილეობდა მესხეთის, აჭარის, საინგილოს პრობლემების მოგვარებაში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო; 10 წელი ცხოვრობდა სტამბოლში და იქვე გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: