შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო რცხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფანიანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში; მოგვიანებით, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში; 1908 წლის 3 სექტემბერს გაიმართა მწერალთა საზოგადოების დამფუძნებელი კრება, რომელმაც აირჩია "სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების" საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გრიგოლ რცხილაძე (თავმჯდომარე), იროდიონ ევდოშვილი, შიო არაგვისპირელი, კოტე მაყაშვილი, ილია ზურაბაშვილი, საპატიო წევრად აკაკი წერეთელი. საბჭომ მისი რედაქტორობით გამოსცა ლიტერატურული კრებული "გრდემლი", ბესიკის ნაწარმოებები და სხვა მრავალი. 1906-1907წწ. იგი რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს "მეგობარს"; 1909-1924წწ. იყო "სახალხო გაზეთის" თანარედაქტორი; იყო აგრეთვე უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად. ფართო მკითხველი მას იცნობდა როგორც მახვილი კალმის კრიტიკოსს. მისი სტატიები იბეჭდებოდა "ზანგის" ფსევდონიმით. 1923 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სამოქალაქო სამართლის კურსს. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.495 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |