The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი

ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1874
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1934  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლეიზენი, შვეიცარია
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1892–1894წწ. სწავლობდა მოსკოვის, ლეო პასტერნაკის სახელობის კერძო სამხატვრო სტუდიაში, შემდეგ, სავარაუდოდ, ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში; 1898 წელს გაემგზავრა მიუნჰენში და სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში, სახელგანთქმული სიმბოლისტი ხელოვანის ფრანც ფონ შტუკის სახელოსნოში; ამავე პერიოდში აქ სწავლობდა კანდინსკი, რომელსაც დაუმეგობრდა; 1911 წელს მონაწილეობდა გამოფენაში ვ. კანდინსკისა და ი. იავლენსკისთან ერთად; სწავლის პარალელურად მუშაობდა მიუნჰენის თეატრში და ახალგაზრდულ ჟურნალში მხატვრად; მუშაობდა დრეზდენის გალერეაში, მაგრამ არა როგორც მხატვარი, არამედ "განათების ინსპექტორი"; მან ელერუას საფესტივალო თეატრისათვის შეიმუშავა ულტრათანამედროვე მხატვრული განათების სისტემა; 1917 წელს საქართველოში, მშობლიურ თბილისში დაბრუნდა; 1917 წელს თავის მეუღლესთან, ბალერინა ჟანა ოლემანთან ერთად დააარსა მუსიკისა და ცეკვის სკოლა; პარალელურად, 1918–1919წწ. იყო თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ნაწილის ხელმძღვანელი; თანამშრომლობდა აგრეთვე გაზეთებთან, მათ შორის "ეშმაკის მათრახ"–თან; 1921 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც მუშაობდა "ელისეის მინდვრების თეატრში", გააფორმა მეტერლინკის "პელეას და მელიზანდას" დადგმა, რომელიც მისი ერთ–ერთი გამორჩეული, ნოვატორული დადგმა იყო სწორედ სცენის მხატვრული განათების თვალსაზრისით; მას "განათების მეფეს" უწოდებდნენ; 1919 კომპოზიტორმა ტომას ფონ ჰარტმანმა გააცნო გურჯიევი, რომლის იდეების მიმდევარი გახდა ისიც და მისი მეუღლეც; ისინი შეუერთდნენ ფილოსოფოს–მისტიკოსის, მკურნალი–ჰიპნოზიორის, გურჯიევის (გიორგი ივანეს ძე) ჯგუფს; ზალცმანი იყო ერთ–ერთი მიმდევარი გურჯიევის მოძღვრებისა და გურჯიევის მიერ ფონბლო–ავიონში დაარსებული "ადამიანის განვითარების ინსტიტუტის" წევრი, ინსტიტუტის შენობა გააფორმა ზალცმანმა; თეატრალურ მხატვრობას თვი დაანება, 1925–1930წწ. მუშაობდა პარიზში, როგორც ანტიკვარი და შენობების გამფორმებელი, ფრესკებით მოხატა უამრავი სახლი, სადარბაზო, ინტერიერი; 1930–1934წწ. თავისი ინტერესები მთლიანად გურჯიევის მოძღრებას დაუთმო; მის მიერ გაფორმებული ქართული სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1919, პირველი დადგმა), დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1919, პირველი დადგმა), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1919, პირველი დადგმა); სხვა სპექტაკლები თბილისის საოპერო სცენაზე: ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები", ნაპრავნიკი "დუბროვსკი"; საქართველოში მოღვაწე არქიტექტორ ა. ფ. ზალცმანის ვაჟიშვილი; თეატრის მხატვარი, კარიკატურისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.183


გააზიარე: