The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარდან დადიანი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის II ნახევარში. თამარ მეფის კარზე ეჭირა ჯერ ჩუხჩარხის თანამდებობა, შემდეგ მსახურთუხუცესობა. დადიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟ იურის გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. მისი თაოსნობით გამოიყვანეს გიორგი ტაოდან დასავლეთ საქართველოში და მეფედ აკურთხეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დადიანმა დაკარგა მსახურთუხუცესობა და ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. - გვ. 329


გააზიარე: