The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ ხურცილავა

მურთაზ ხურცილავა
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს.

1961-1975წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; 1971-1975წწ. - გუნდის კაპიტანი; 1963-1964წწ. გამოდიოდა სსრკ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში (მოსკოვი, ჰელსინკი, ვარშავა); 1975-1976წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 292 მატჩი (15 გოლი), სსრკ ნაკრებში - 69 მატჩი (6 გოლი); სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 1967, 1969, 1971, 1972); 1972-1973წწ. იყო სსრკ ნაკრების კაპიტანი; ნაკრებთან ერთად 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში დაასახელეს 10-ჯერ; 1977 წლიდან მუშაობს მწვრთნელად; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ზუგდიდის "დინამოს", სამტრედიის "ლოკომოტივს", ლანჩხუთის "გურიას", თბილისის "შევარდენს", თბილისის "დინამოს"; 1999-2001წწ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2001 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი; 2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს "ოქროს ფეხბურთელად", როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი; ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სსრკ ფეხბურთის ისტორიაში; ბ. პაიჭაძემ მას "ქართული ფეხბურთის სიამაყე" უწოდა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.997-998; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1968 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: