შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პორფილე ჩანჩიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. საბჭოთა არმიაში იყო 1921 წლიდან. 1922 წელს დაამთავრა საქართველოს გაერთიანებული სამხედრო სკოლა, 1927 წელს კი მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების კურსები, 1948 წელს გენშტაბის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი აკადემიური კურსები. დიდ სამამულო ომში 1941-1945 წლებში მეთაურობდა მოტომსროლელ პოლკს, მსროლელ დივიზიასა და კორპუსს. 1944 წლის ივნისიდან სარდლობდა მე-2 გვარდიული არმიის ჯარებს, მონაწილეობდა მოსკოვისა და სტალინგრადის ბრძოლებში, ყირიმის, დონბასის, ბელორუსიის განთავისუფლებაში, აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში. ომის შემდეგ სამეთაურო თანამდებობებზე იყო. საბჭოთა მხედართუფროსი. გენერალ-პოლკოვნიკი (1945). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 81 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |