The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ჯეჯელავა

გაიოზ ჯეჯელავა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2005  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1940 წელს.

გამოდიოდა თბილისის გუნდებში - "ლოკომოტივსა" (1935-1937) და "დინამოში" (1937-1948), უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 145 მატჩი (67 გოლი); 6-ჯერ დასახელდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, აქედან 3-ჯერ (1938-1940) - პირველ ნიშნად; 1940 წელს შევიდა სსრკ საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში; საბჭოთა ფეხბურთში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი; გამოირჩეოდა ვირტუოზული ტექნიკით, არტისტიზმით; საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უფროს მწვრთნელად 35-ე საფეხბურთო სკოლაში (1949), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ასევე - მოსკოვის "ვვს-ში" (1949-1952), თბილისის "დინამოში" (1956-1957); შემდეგ მუშაობა განაგრძო ინჟინრის სპეციალობით; ავტორია წიგნებისა: "ქართული ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში" (1947) და "მოძრავი თამაშები ფეხბურთელთათვის" (1947); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, არის სრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1939, 1940), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1946, 1947). სპორტის სახეობა: ფეხბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1008; geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: