The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ტუმანოვი

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1848
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1912  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი, ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი.

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911). სამხედრო სამსახურში იყო 1866 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1894 წლიდან იყო პოლკოვნიკი, მეთაურობდა საიმპერატორო ბადრაგის ლაიბ-გვარდიის ყირიმელ თათართა რაზმს, 1903 წლიდან გენერალ-მაიორი-მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1905–1912 წლებში იყო საგანგებო დავალებათა გენერალი იმპერატორის კარზე. დაჯილდოებულია უცხოეთის სახელმწიფოთა (პრუსია, იაპონია, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სხვ.) ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911). გენერალ-მაიორ მიხეილ თუმანიშვილის ტყუპისცალი. გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1909 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1891 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: