შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ხურვალეთი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში ქუთაისში. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს. ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი - "ვასილ აბაშიძე". 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. ემიგრაციაში შ. ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში - "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება". მისი ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია "მამულს", "კოტე აბხაზის სიკვდილზე", "კოტე ანდრონიკაშვილს", "ელენე აბხაზს", "რუბაიები", "სოფელი", "შალვა შატაშიძეს", "ვერა ფაღავას", "ქაქუცა ხევ-გრძელზედ"და სხვა. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.149; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018. - გვ.26-27: digitallibrary.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |