შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ ჩიკოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა ერევნის გრენადერთა პოლკთან არსებული სამხედრო აღსაზრდელთა სკოლა 1869 წელს, ხოლო 1872 წელს მოსკოვის მსროლელთა სასწავლებელი. 1878-1898 წლებში მსახურობდა სტავროპოლის პოლკში. 1898 წლიდან მსროლელთა ბატალიონის უფროსი იყო ყალიზმანში (ახლანდელი აღზევანი, თურქეთის ტერიტორიაზე); მეთაურობდა გორის პოლკსა (1902) და მსროლელთა ბრიგადას ერევანსა და ეჩმიაძინში (1903-1907). ბ. ვასილიევის რომანის "იყვნენ და არ იყვნენ"(1978) ერთ-ერთი პერსონაჟი. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-მაიორი (1904), რამდენიმე ორდენის კავალერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107194 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |