The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო კუპატაძე

ბონდო კუპატაძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს. 

1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-2009წწ. ქართული დიპლომატიის ისტორიის ს/კ ცენტრის თანამშრომელი; 2002-2006წწ. ისტორიის ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, 2006-2012წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი; საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების (ქართველები საქართველოს გარეთ; ქართული პარლამენტარიზმის ისტორია) ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი" (2 ტომი), "ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი".VII, VIII, XI და XII კლასების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2007-2020 წწ.); საქტელერადიო მაუწყებლობის 101-სერიანი დოკუმენტური ფილმის "საქართველო-XX საუკუნე" სცენარის ავტორი და სამეცნიერო კონსულტანტი (2001); პროდიუსერი და სცენარის ავტორი თურქეთის ქართველებსა და ქართულ ძეგლებზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებისა: "მზიანი ღამის ფერები" (2006) და "სამშობლოა ჩემი" (საერთაშორისო კინოფესტივალ "წმ. ანდრია ჯვარის" ლაურეატი, 2010); 2018-2020წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა - "საქართველო და რუსეთის IV სახელმწიფო სათათბირო", დაიცვა 2001 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: