The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ წითლანაძე

ელიზბარ წითლანაძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1982  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

1937 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1944- 1945წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია დაუსწრებელი სწავლების დარგში; 1945 -1947 წლებში მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე; 1947-1955წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კათედრის გამგეა, ხოლო 1955 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრას; აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. 1969-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის დეკანი; პროფესორ ელიზბარ წითლანაძე პირველი ქართველი მათემატიკოსია, რომელმაც გაშალა თბილისში ნაყოფიერი მუშაობა ფუნქციონალური ანალიზის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ეხება არაწრფივ ფუნქციონალურ ანალიზს, ვარიაციათა აღრიცხვას და არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა მნიშვნელოვან პრობლემებს; თანაავტორია მონოგრაფიის "ფუნქციონალური ანალიზი", რომელიც მოსკოვში გამოიცა 1964 წელს. ეს მონოგრაფია თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე; ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიის "ფუნქციონალური ანალიზის საფუძვლები". ამვე წლებში დაიბეჭდა მისი მესამე მონოგრაფია "თანამედროვე არაწრფივი ანალიზის ზოგიერთი ამოცანა". ე. წითლანაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. პროფ. ვლ. ჭელიძესთან ერთად იგი ავტორია ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი "მათემატიკური ანალიზის კურსი" ორ ტომად. იგი ამ სახელმძღვანელოს მესამე ტომის ავტორია. ძირითადი შრომები მიუძღვნა ფუნქციონალურ ანალიზსა და გლობალურ ვარიაციათა აღრიცხვას. მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი (1951), პროფესორი (1955).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: