The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ აბაშიძე

სამსონ აბაშიძე
სხვა სახელი:ზემო იმერელი  (ფსევდონიმი)
თერგდალეული  (ფსევდონიმი)
ჯვარელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:1894  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კაცხის მონასტერი
კატეგორია:კრიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თირი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

მსახურობდა რუსი იმპერატორის ალექსანდრე II–ის სამხედრო ამალაში("კონვოიში"); იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი; იქვე დაუახლოვდა მომავალ "თერგდალეულებს"; ქართველ "სამოციანელთა" შეხედულებების დასაცავად "ცისკარში" "თერგდალეულის" ფსევდონიმით დაბეჭდა ცნობილი წერილი "რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ"(1962წ, №2); მისი კრიტიკული, პუბლიცისტური და სატირული თხზულებანი იბეჭდებოდა "ცისკარში", "დროებაში", "მწყემსსა" და "საქართველოს მოამბეში"; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი თხზულებაა "ჩემი აღსარება", რომელიც მხოლოდ ერთი თავი დაიბეჭდა "ცისკარში"(1863) "ჯვარელის" ფსევდონიმით; ეს არის 60–იანი წლების ახალი თაობის დეკლარაცია, რომელიც ასახავს მმართველ სისტემასთან და მის ინსტიტუტებთან ახალი თაობის დამოკიდებულებას; ავტორი მიჯნას ავლებს ძველ და ახალ ეპოქას შორის; აღნიშნავს მეცნიერულ და ტექნიკურ მიღწევათა მნიშვნელობას; საზოგადოების შრომას მიიჩნევს მომავალი ყოფის საფუძვლად და ქვაკუთხედად; თარგმნა გ. ლესინგის "ნათან ბრძენი", ნ. გოგოლის თხზულებანი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედოა:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.24-25; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.127

ბიბლიოგრაფია

  • ნაწერები (ავტორი). - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტი, 1957. - 134გვ.

გააზიარე: