The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ აბულაძე

ვახტანგ აბულაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1959
გარდაცვ. თარიღი:2016  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაშლოვანი, ხულოს რაიონი.

ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პერიოდულად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, ახალგაზრდა პოეტთა კრებულებში. აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ რელიგიურ თემებზე დაწერილ პუბლიკაციებს. იყო გაზეთების "სხალთის ზარები" და "საჩინო" - რედაქტორის მოადგილე; ეროვნული მოძრაობის წლებში იყო "მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს" ხულოს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრესმდივანი და ბოლოს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ-სპიკერი; 2004 -2012 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში. გამოცემულიაქვს ლექსთა ორი კრებული - "სულის კიდობანი" (2015) და "ზეცამდე" (2019).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1991-1996)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: