The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სავლე აბულაძე

სავლე აბულაძე
სხვა სახელი:პავლე აბულაძე
ს. ა.  (ფსევდონიმი)
საქარიქედელი  (ფსევდონიმი)
სოსია გლეხი  (ფსევდონიმი)
ციაგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1890
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1964  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კიცხი, ზემო იმერეთი.

დაამთავრა თბილისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებელი 1917 წელს და მიიღო ოფიცრის პირველი ჩინი.

ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – "სახალხო საქმეში", "ზვირთში", "ჯარის–კაცში", "მხედარში", "მომავალში", "საქართველოს განათლების მუშაკში"; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912 წელს ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი; 1921 წელს შვიდკლასიანი სკოლის გამგე და შეთავსებით შორაპნის მაზრის სკოლების ინსტრუქტორი; 1909 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი რუსულ ენაზე გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში; 1915 წელს მისი მოთხრობები – "იასამანი", "სწავლის წყურვილი", "პირველი სიყვარული" დაიბეჭდა ია ეკალაძის გაზეთ "სამშობლოში"; ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზრაპრები იბეჭდებოდა "ნაკადულში" და "ჯეჯილში"; 1924 წელს ქალაქ ჭიათურაში გამოსცა პირველი ლექსების პატარა კრებული "მზიანი ჩრდილები". ანტირელიგიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა მწერლობითა და ლექციებით. კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურულ, პედაგოგიურ-მეთოდურ და სხვა საკითხებზე. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.62

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა ცენტრალური საბჭო, წევრი (1932-1933)
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, წევრ–კორესპონდენტი (1923-1924)

ბიბლიოგრაფია

  • კოლექტივი : ლექსები (ავტორი). - ზესტაფონი, ზესტაფონის რაიაღმასკომის სტ., 1930. - 32გვ.
  • მზიანი ჩრდილები : ლექსები (ავტორი). - ჭიათურა, სამაღმასკომის კომ. სტამბა, 1924. - 32გვ.

გააზიარე: