The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა აგიაშვილი

ნიკა აგიაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ აგიაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1984  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხო, ვანის რაიონი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ–გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის", "სტალინელის" ("ახალი ქუთაისი"), "ჩვენი თაობის", "კომუნისტის" და "დროშის" რედაქციებში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. იყო ჟურნალ "მნათობის" რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი და რედკოლეგიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის" გამოშვებაში (1934–1935). ლიტერატურული მოღვაწეობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო. ამავე პერიოდში  იბეჭდება ნ. აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ–სტილისტი. ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება" (1941), "ჭაბუკები დარჩნენ მარად"(1961), და "ალექსანდრე ნეველი". თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.30; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.68

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაცია, წევრი (1928-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: