The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ავალიანი

დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1917  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

1941–1944წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1944–1963წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის და ორთოპედიის კათედრაზე, 1963 წლიდან კათედრის გამგეა; 1959–1972წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი; 1966 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ბავშვთა ქირურგი და ბავშვთა ქირურგიული რესპირაციული ცენტრის ხელმძღვანელი; 1967 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ ბავშვთა ქირურგიის კურსს. 1972 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1973 წლიდან პროფესორი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია. – თბ.,1977. – გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება ბავშვთა ქირურგია, სექციის თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: