The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ალადაშვილი

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1986  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა N1 კათედრის გამგე. შეისწავლიდა შინაგანი დაავადებების, ძირითადად ქრონიკული გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ცხიმების ცვლის მოშლის საკითხებს. სამედიცინო პრაქტიკაში დანერგა ღვიძლისა და კუჭის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები, ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები, თიხა "ასკანე", უალკოჰოლო ღვინო. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბილისი., 1977. – გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ენციკლოპედიის მედიცინის რედაქციის სამეცნიერო საბჭოს თერაპიის სექცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: