The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ალფენიძე

სხვა სახელი:ლადო ბახტრიონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2002  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის გალის რაიონის პირველ მდივნად, გაზეთ "მებრძოლი გუშაგისა" და "ბოევოი სტრაჟის" რედაქტორად, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ. 1986–1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა  და ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. პირველი პოეტური ნაწარმოები "საახალწლო ზღაპარი" გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი–ლექსების კრებული "მთები და სიჭაბუკე" 1963 წელს. მისი მხატვრული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებული "ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი"(1976), რომანები: "ცურტავის ზარები"(1978), "სიყვარული და უკვდავება"–ტრილოგია: "დუელი მგლის ველზე"(1980), "მწვერვალები და უფრსკულები"(1981), "სიკვდილი ქრისტეს ასაკში"(1982). რომანების, ლექსებისა და მოთხრობების კრებული "სააწუთრო"(1988), პუბლიცისტური წიგნები "პორტუგალიური დღიურები"(1979), "ბრაზილიური დიალოგები"(1980). მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ოცდაცამეტ მზის სახოვანი ბრძენი იაკობი : ი. გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავი / ვლადიმერ ალფენიძე . - თბილისი : განათლება, 1976 . - 319გვ.
  • 1937 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: