The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელორ ალფენიძე

მელორ ალფენიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით 1969 წელს.

1969 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში საპროექტო ინსტიტუტში; 1971 წლიდან შავი ზღვის ნაპირების დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ინჟინრის, ხოლო 1973 წლიდან ნაპირების კვლევის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1971 წლიდან შეთავსებით მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, 1978 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის, 1978 წლიდან დოცენტის, 2006 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობებზე. 2009 წლიდან პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" სამეცნიერო სათათბიროს წევრი. იკვლევს ზღვებისა და ოკეანეების სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკას; ზღვისპირეთებისა და წყალქვეშა ფერდობების ლანდშაფტურ-ეკოლოგიას; შეირაღებული კონფლიქტებისა და საბრძოლო მოქმედებების ეკოლოგიურ შედეგებს, გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემებს და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, ლექსიკონები, კრებულები და ა. შ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ექვსი რესპულიკური სამეცნიერო-პედაგოგიური კონფერენცია საქართველოს გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, მისი რედაქტორობით გამოიცა ამ კონფერენციების კრებულები და მასალები. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გეოგრაფიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) ხელმძღვანელი. 

დისერტაციის თემა - "აფხაზეთის შავიზღვისპირეთის შუა ნაწილის მორფოდინამიკა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.22; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის საიტი: elibrary.sou.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი, სწავლული მდივანი
  • საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი, აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის მდივანი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: