The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ამისულაშვილი

შალვა ამისულაშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1916
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1981  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

1946–1975 წლებში მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, წიგნის პალატაში, გამომცემლობებში. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1938 წელს. პირველი კრებული "ლექსები" გამოაქვეყნა 1940 წელს. ცალკე წიგნებად გამოვიდა მისი ლექსების, ბალადებისა და პოემების კრებულები: "ლექსები"(1956,1967, 1975, 1976, 1985), "თალარი"(1947), "ყამირის ყვავილები"(1950), "დარიალიდან ყარაყუმამდე"(1952), "ბალადა სიყვარულისა"(1952), "ძმადნაფიცები"(1955), "ლექსები, პოემები"(1956), "გამარჯვების სალუტები"(1957), "ქართული მიწა"(1958), "ლაშქარა ყვავილები"(1959), "აშვებული აფრები"(1960), "ცის გახსნა"(1962), "პოემები"(1962), "ტაშირი"(1963), "წყურვილი"(1964), "ბალადები"(1966), "რჩეული"(1968), "საუბარი გაზაფხულთან"(1970), "ლექსები სამშობლოზე"(1971), "გონგორა"(1976), "ჭიდილი სიტყვასთან"(1979). გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: "შავი მუშამბა"(1970), "ფერთა დღეობა"(1971), "ბურბურა ბალახი"(1973), "მოთხრობები"(1976), აგრეთვე  ლიტერატურული წერილების კრებული "შაირი, ბურთი და მოედანი"(1974). რუსულად გამოცემულია შალვა ამისულაშვილის ლექსების რამდენიმე კრებული. II მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.136

ბიბლიოგრაფია

  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1976. - 289გვ.
  • ფერთა დღეობა : ლირიკული ჩანახატები, ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1971. - 62გვ.
  • შავი მუშამბა : ნ. ფიროსმანიშვილის ფერწერული ხელოვნების შესახებ (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1970. - 130გვ.
  • ლექსები და ბალადები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1955. - 92გვ.

გააზიარე: