The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ანდღულაძე

ნოდარ ანდღულაძე
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მეცნიერი, მომღერალი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1956 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1953-1959 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1981 წლიდან  პროფესორი; 1974 წლიდან  სოლო სიმღერის კათედრის გამგე; მისი შესრულებული პარტიებია: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი ("დაისი"), ტარიელი (მ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), არზაყანი ("მთვარის მოტაცება"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), რადამესი (ჯ. ვერდის "აიდა"), მანრიკო ("ტრუბადური"), ჰერცოგი ("რიგოლეტო"), ოტელო ("ოტელო"), ედგარი (გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამეურმური "), კანიო (რ. ლეონკავალოს "კამბაზები"), ტურიდუ (პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის "ლოენგრინი"), ჰეროდე (რ. შტრაუსის "სალომე"); 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა "ლუჩია და ლამერმური"; იგი ასევე იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს; ავტორია მევნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1958), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1977 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: