The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ანთაძე

თამაზ ანთაძე
სხვა სახელი:ფარჩო
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2002  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1969–1970წწ. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკსა" და 1964–1970წწ. სსრკ ნაკრებში. სსრკ სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი; ჩამოაყალიბა გუნდები: "დინამო" და "კოლმეურნე" (1970); 1981 წელს თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა; 1985–1988წწ. იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი; 1989-1990წწ. ქუვეითის კლუბების "ალ არაბის", 1991-1992წწ. "კლაბ ქუვეითის" და 1993–1994წწ. ამ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი; მისი ხელმძღვანელობით "ალ-არაბიმ" ქვეყნის თასი მოიგო (1990), "კლაბ ქუვეითი" მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994). ხელბურთელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ.,2013. - გვ.13; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.geworldsport.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სსრკ ჩემპიონი (სვერდლოვსკი)
  • 1962 - სსრკ ჩემპიონი (კაუნასი)
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: