The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ანთელავა

ირაკლი ანთელავა
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1978  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1931 წელს, ლენინგრადის ფინანსურ–ეკონომიური ინსტიტუტი 1936 წელს.

1938–1956წწ. მუშაობდა დ. გულიას სახელობის აფხაზური ენის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში; 1938–1954წწ. შეთავსებით – მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრაზე(1942 წლიდან გამგედ); 1956 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში საქართველოს ახალი ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957 წლიდან – გამგედ; 1958 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი. მონაწილეობდა ისეთი კოლექტიური განმაზოგადებელი ნაშრომების შექმნაში, როგოროცაა "აფხაზეთის ასსრ ისტორიის ნარკვევები", ქართული საბავშვო ენციკლოპედია და სხვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977.– გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1970 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: