The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ანტონოვსკაია

ანა ანტონოვსკაია
ოფიციალური სახელი:ანა ვენჟერი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1886
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 1967  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნების სკოლა 1909 წელს.

რუსი მწერალი. დაიბადა მხატვარ-გრავიორის არნოლდ ვენჟერის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქ. ყარსის მარიამის ქალთა სასწავლებელში. მონაწილეობდა 1905 წელს რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა არტისტერიუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასების დაინტერესებას საქართველოს ისტორიული წარსულით, მისი კულტურული მემკვიდრეობით. 1918–1919 წლებში ალმანახ "ARS"–ში და ჟურნალ "აკმეში" დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოებები ("ბაქკი ქალი", "ზღაპარი", "ბინდი", "ცეცხლი"). 1921–1922 წლებში დაწერა რამდენიმე პიესა და ინტერმედია თბილისის რევოლუციური თეატრისათვის. პიესა "ყვავილების რევოლუცია" 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ ენაზე ჟურნალში "ნორჩი ძალა". 1910–1920 წლების ამბები მწერალმა შემდგომში ასახა "ქართული ნოველების" ციკლში. ისტორიულ–რევოლუციურ მოთხრობაში "ბათუმის რეიდზე" (1948), კინოსცენარში "ცეცხლის ტრანსპორტი" (1930, გადაიღეს ლენინგრადში) და რომანში "მშვიდობის ანგელოზები" (1945–1946, თანაავტორი ბორის ჩორნი). მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მონუმენტური ისტორიული რომან–ეპოპეა "დიდი მოურავი". იგი თარგმნილია ქართულ, ჩეხურ, პოლონურ ენებზე. ანა ანტონოვსკაიას სცენარის მიხედვით (თანაავტორი ბორის ჩორნი) დაიდგა ორსერიანი ქართული მხატვრული ფილმი "გიორგი სააკაძე" (1942–1943, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.173;100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სტალინური პრემია

ბიბლიოგრაფია

  • დიდი მოურავი : რომანი: 14 ტომი (ავტორი) // ტ. 11. წ. 5, ნაწ. 8 (II). - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 400გვ.. - ISBN: 978-9941-19-742-0

გააზიარე: