The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ არაბული

ავთანდილ არაბული
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1980-1984წწ. - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართველურ ენათა განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1988წწ. - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1998 და 2006-2009წწ. - ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 2000-2005წწ. - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - არნ. ჩიქობავს სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 18 წიგნისა და 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი. კვლევის სფეროები: ქართველური ენები, ქართული ენის ისტორია და სტრუქტურა, ლექსიკოლოგია, ეტიმოლოგია; სტილისტიკა და მეტყველების კულტურა. "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა დონის სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ენათმეცნიერო, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელისა და ზმნის დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.448-449; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკად. არნოლდ ჩიქობავას შრომათა მრავალტომეულის სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2015-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: