The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან არაბული

ამირან არაბული
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1981წწ. საქართველოს მცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი ფოლკლორისტიკის სპეციალობით. 

1980 წლიდან შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია; სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი. ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი 1998; 1990-1991წწ. მუშაობდა ჟურნალ "ლაშარის" პასუხისმგებელ მდივნად; 1990-2000წწ. "miepTiupnTW ГpuzmW"-ს რედაქტორის მოადგილედ; 2000 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის "ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი" აღმასრულებელი დირექტორი; 1998-1999წწ. კითხულობდა ლექციების კურსს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში (2003-2005); 1998-2006წწ. იყო ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. არის ზამთრისა და ზაფხულის 7 ფოლკლორული ექსპედიციის მონაწილე; ჩამწერი დიდძალი ზეპირსიტყვიერი მასალისა. ეკუთვნის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 80-მდე კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია; 2000 წლიდან არის "ლიტერატურული ძიებანის" რედკოლეგიის წევრი. სამეცნიერო ხელმძღვანელი და ოპონენტი 13 ნაშრომისა; რედაქტორი და რეცენზენტი 29 წიგნისა. ამჟამად საკვლევაძიებო და პედაგოგიურ მუშაობას ეწევა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მითოსური საწყისები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხალხურ პოეზიასა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური სამგლოვიარო პოეზია", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.449; არმური: armuri.georgianforum.comპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.180  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა ფედერაციის, წევრი (1990-)
  • რედკოლეგიის, წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ფოლკლორის ეროვნული პრემია
    წიგნისათვის "ქართული სული"
  • ფოლკლორის ეროვნული პრემია
    წიგნისათვის "ოქროს ფრთა"
  • პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: