The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არაბული

გიორგი არაბული
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1991  (33 წლის)
კატეგორია:პოეტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხევსურეთი.

დაამთავრა შატილის საშუალო სკოლა. 2009-2013წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. 

2013 წლიდან დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2014 წელს დუშეთის თეატრში დადგა საბავშვო სპექტაკლი "ჩიპოლინოს თავგადასავალი"; ამავე წელს დუშეთის თეატრში დადგა ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"; 2015 წლიდან არის ხელოვნების ფესტივალ "ჩირდილის" ორგანიზატორი. მისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, შვედურ, ჩეხურ, პოლონურ, უკრაინულ და სომხურ ენებზე. 2016 წელს წინანდლის პრემიის ლაურეატი (პოეზია) გახდა.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტის ვებ-გვერდი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - წინანდლის პრემიის ლაურეატი

ბიბლიოგრაფია

  • გვრინი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 76გვ.. - ISBN: 978-9941-470-75-2
  • გზაზე გასვლა : ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 56გვ.. - ISBN: 9789941439452

გააზიარე: