The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო არაგვისპირელი

შიო არაგვისპირელი
ოფიციალური სახელი:შიო დედაბრიშვილი
სხვა სახელი:შიო არაგვისპირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 1926  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ქაისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდელი დუშეთის რაიონი.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში 1877წ., შემდეგ 1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887წ-დან დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. 1889წ. დაამთავრა სემინარია და 1890წ–დან ვარშავის საბეითლო (სავეტერინარო) ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893წ. ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის  ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. მან შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. მისი ერთი უადრესი მოთხრობა "ესაა ჩვენი ცხოვრება!" – სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს, რომელიც მეტნაკლებად ვრცელდება არაგვისპირელის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის "შიშველი სულის" კვლევას. განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული"  რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.55

ბიბლიოგრაფია

  • გაბზარული გული : ქართული არაკი: რომანი (ავტორი). - თბილისი, დიადემა, 1996. - 255გვ.
  • შიო თავადი : ისტორიული ლეგენდა 3 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ელექტრონის სტ. წიგნ. გამომც. ქართვ. ამხანაგობისა, 1905. - 91გვ.
  • ჩემო შვინდავ! (ავტორი). - ტფილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1895. - 31გვ.

გააზიარე: