The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა არსენიშვილი

ირინა არსენიშვილი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1943
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2018  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება ხელოვნების სპეციალობით.

1970-1974 წწ. იყო თსუ ასპირანტი; 1974-1975 წწ. მივლინებული იქნა იტალიაში სადისერტაციო ნაშრომზე სამუშაოდ, სადაც ხელმძღვანელობას უწევდა ხელოვნებათმცოდნე ჯულიო-კარლო არგანი; 1977 წელს ქ. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა მე-15 საუკუნის იტალიელი მხატვრის კარლო კრიველის შემოქმედებას ( ხელმძღვანელი მიხეილ ალპატოვი); 1974-2006 წწ. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2001 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართული დაზგური ფერწერის განვითარებას; 1998-2006 წწ. იყო თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარ კონსერვატორად, საგამოფენო პოლიტიკის კოლექციების შესწავლისა და თანამედროვე მეთოდოლოგიით მათი აღწერის მიმართულებით. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები, გამოიცემოდა სამეცნიერო შრომების კრებულები. არის ავტორი ორი მონოგრაფიისა და ათეულობით სამეცნიერო სტატიისა, რომლებმაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი წიგნის "ქართული დაზგური ფერწერა" (XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 20-იანი წლები) პირველი ინგლისურენოვანი ვერსია 2009 წელს ნიუ-იორკში გამოიცა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: