| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა არსენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორისა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1945 წელს. მუშაობდა ასპინძის რაიონში ჯერ პედაგოგად, შემდეგ, განათლების განყოფილების მეთოდისტად. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში და შემდეგ ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელა პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრას. ამ დროის მონაკვეთში მომზადდა რამდენიმე წიგნი და ათეულობით ბროშურა და სტატია აქტიურ საკითხებზე. მონაწილე იყო მრავალი სამეცნიერო სესიისა და კონფერენციისა, გამოცემული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი-მონოგრაფია, დამხმარე სახელმძღვანელოები, მეთოდიკური მითითებანი, წერილები, რომლებშიც გაშუქებულია მეცნიერების აქტუალური პრობლემები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომი "ცხოვრებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მომზადების საკითხები". ამ ნაშრომში მაღალმეცნიერულ დონეზეა განხილული მოსწავლეთა მომზადების თავისებურებანი, მიზნები, გადაუჭრელი პრობლემები და პერსპექტივები. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პრორექტორად იდეოლოგიურ-აღმზრდელობით დარგში, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდობის აღზრდის სექციას. გამოაქვეყნა ასეულობით პუბლიცისტური წერილი განათლების სფეროს პრობლემატურ საკითხებზე. ოპონირება გაუწია ექვს საკანდიდატო და ორ სადოქტორო დისერტაციას. ახალგაზრდობის აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიებში აქტიური მონაწილეობისათვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საჩუქრად გადასცა ბიბლია. 2002 წელს დაასრულა ნაშრომი "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მოქალაქეობრივი აღზრდის პედაგოგიური საფუძვლები", რომლის გამოცემაც, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.-4-8 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

