The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოკრატ არშბა

სოკრატ არშბა
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1985  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961). ქირურგ-უროლოგი. 2006 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა სოკრატ არშბას სახელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.218; lid.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი (1965-)
  • თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1968-)
  • მშვიდობის დაცვის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1944-)
  • სოხუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: